აი, რას ნიშნავს თმის საღებავის კოლოფზე მოცემული ციფრები, ისწავლეთ თმის სწორად შეღებვა

18 Apr 2021 15:45

იმიჯის შეცვლა და თმის შეღებვა ნამდვილი ლატარიაა. გაუგებარია, როგორი რეაგირება ექნება თმას საღებავზე და როგორ შედეგს მიიღებთ. თმის საღებავის შერჩევისას ზოგიერთი მოდურ მარკას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი - ფასს, ზოგი - მეგობრის რჩევას, ზოგიც - ლამაზ შეფუთვასა და მასში ბალზამის არსებობას.



როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი

თავდაპირველად გავარკვიოთ ყუთზე არსებული ნიშნები.


როგორ გავშიფროთ ძირითადი ფერის სიღრმე

1 - შეესაბამება შავ ფერს.

2 - მუქ-მუქ წაბლისფერს.

3 - მუქ წაბლისფერს.

4 - წაბლისფერს.

5 - ღია წაბლისფერს.

6 - მუქ ქერას.

7 - ქერას.

8 - ღია ქერას.

9 - ძალიან ღია ქერას.

10 - სუპერქერას.

11 და 12 არის სუპერგასაღიავებელი თმის საღებავი.


как выбрать краску для волос блонд

როგორ გავშიფროთ ძირითადი ფერის ციფრი

  1. ფერის ძირითადი ტონი იგულისხმება.
  2. ციფრი 1 - შეესაბამება მუქ იისფერ პიგმენტს (ნაცრისფერი რიგი)
  3. ციფრი 2 - იისფერ ტონს.
  4. ციფრი 3 - ოქროსფერს.
  5. ციფრი 4 - სპილენძისფერს.
  6. ციფრი 5 - მაჰაგონისფერს.
  7. ციფრი 6 - წითელს.
  8. ციფრი 7 - ყავისფერს.

ზოგიერთი მწარმოებელი ციფრების ნაცვლად ასოებს იყენებს.

как выбрать краску для волос чтобы выглядеть моложе

  1. ასო С ნიშნავს მონაცრისფროს.
  2. PL ნიშნავს პლატინისფერს.
  3. А აღნიშნავს სუპერგამაღიავებელს.
  4. N ნიშნავს ბუნებრივ ფერს.
  5. E ნიშნავს ჩალისფერს.
  6. М ნიშნავს მქრქალს.
  7. W ნიშნავს ყავისფერს.
  8. R ნიშნავს წითელს.
  9. G ნიშნავს ოქროსფერს.
  10. K ნიშნავს სპილენძისფერს.
  11. I ნიშნავს ინტენსიურ ფერს.
  12. ხოლო F და V ნიშნავს იისფერს.


как чистить ванну в домашних условиях

როგორ ამოვიცნოთ საღებავის მდგრადი ფერი

  1. ციფრი "0" - დაბალი სიმდგრადის ფერს აღნიშნავს. ასეთი შეიძლება იყოს ფერის მიმცემი მუსი, შამპუნი ან სპრეი.
  2. ციფრი "1" - პროდუქტი ამიაკისა და წყალბადის ზეჟანგის გარეშეა შექმნილი. ასეთი საღებავი თმას ბზინვარებას სძენს, ფერს ახალისებს.
  3. ციფრი "2" - საღებავი შეიცავს წყალბადის ზეჟანგს; ზოგჯერ - ამიაკსაც. ფერი შენარჩუნდება 3 თვემდე.
  4. ციფრი "3" - ყველაზე მდგრადი საღებავია. კარდინალურად იცვლება თმის ფერი.

как выбрать краску для волос без аммиака

საღებავის არჩევა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, თმის ფერზე ხომ თქვენი იმიჯია დამოკიდებული.

ყუთზე დატანილი ციფრებისა და ასოების გარდა, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი თმის ხარისხი, სტრუქტურა. ამაზეა დამოკიდებული, როგორი გახდება თქვენი თმა მელირების, შეღებვის ან გაღიავების შემდეგ.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი