ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

18 Apr 2021 17:50

ისრაელში დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა, ამიტომ მან მოქალაქეებს მოუწოდა, პირბადეები კვლავ თან ატარონ.


გარდა ამისა, მიმდინარე წელს, პირველად, ქვეყანაში სრულად გაიხსნა სკოლები.


ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა ქვეყნის მოსახლეობის 55%-მა მიიღო, შესაბამისად ჰოსპიტალიზებულთა რიცვმა საგრძნობლად იკლო.


ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 500 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი