ოპოზიციას რიყის პარკში, თბილისის მერია სცენის დადგმის უფლებას არ აძლევს

18 Apr 2021 17:56

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისის მერია ოპოზიციას საშუალებას არ აძლევს, რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის რიყის პარკში სცენა ააწყონ.

უდუმაშვილის განმარტებით, კანონის თანახმად, თუ ტრანსპორტის გადაადგილებას ხელი არ ეშლება, მერიისთვის შეკრების წინასწარ შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუმცა ოპოზიციამ ამის მიუხედავად, ნებართვა მაინც ითხოვა.

სცენის მონტაჟის დროს კი ადგილზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მივიდნენ და სცენის აწყობის უფლება არ მისცეს. 

ოპოზიცია რიყის პარკში შეკრებას ხვალ, 19 აპრილს, გეგმავს, სადაც მოსახლეობას 15 მაისის აქციისთვის სტრატეგიას გააცნობს.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი