"მოცეკვავე მილიონერის" 5 თვის ქალიშვილმა რთული ოპერაცია გადაიტანა - "ვამაყობ მისი მამობით"

18 Apr 2021 19:08

"მოცეკვავე მილიონერის" სახელით ცნობილი 53 წლის ჯანლუკა ვაკი 5 თვის წინ გახდა მამა. ის და მისი მეუღლე მოდელი შერონ ფონსეკა მაშინვე წერდნენ, რომ გოგონა პათოლოგიით დაიბადა - სასის თანდაყოლილი ნაპრალით, რომელიც ხალხში მგლის ხახის სახელით არის ცნობილი. სტატისტიკის თანახმად, ამ პათოლოგიით იბადება ყოველი მე-700 ბავშვი და ყველას სჭირდება ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთებს რამდენიმე ოპერაციაც კი სჭირდებათ, ეს დამოკიდებულია ნაპრალის სიდიდეზე.


ბლუ ჯერუსალიმას მშობლებმა იცოდნენ, რომ გოგონას ოპერაცია დასჭირდებოდა და ემზადებოდნენ ამისთვის. ჯანლუკამ გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ იხუტებს პატარას ოპერაციის შემდეგ.

mshoblebi


რთული ოპერაცია გადაიტანა - "ვამაყობ მისი მამობით"" />

"ძალიან რთული და ემოციური კვირა გვქონდა. როცა თქვენი შვილი რაღაც ასეთ სერიოზულ განსაცდელშია, როგორიცაა ოპერაცია, ეს ნამდვილად აზანზარებს თქვენი, როგორც მშობლის სამყაროს. ჩვენი ანგელოზი განაგრძობს ჩვენს გაოცებას. ისეთი მამაცი, მშვიდი და საყვარელი იყო, რომ ვამაყობ მისი მამობით!" - დაწერა აღელვებულმა მამამ.


ვაკის არ უთქვამს, სჭირდება თუ არა ბლუს კიდევ ერთი ოპერაცია.


mahoblebi.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი