გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე გადამწყვეტია მოლაპარაკებების პროცესში, ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა - შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით

18 Apr 2021 20:32

დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში - ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


ის იმედოვნებს, რომ შეთანხმების გზით წავლენ.


„მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც მივიღებთ, გაითვალისწინებს მაქსიმალურად ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა წავიდეთ შეთანხმების გზით. დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში - ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე რა თქმა უნდა ჩემ გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით. დაველოდოთ, რამდენიმე საათი დარჩა. პროცესი რომ მძიმეა, ისიც მიუთითებს, რომ რამდენჯერმე გადაიდო შეხვედრა“, - აღნიშნა მან.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო.




კომენტარები:

ფართი შოპი