აკაკი მინაშვილი - მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ, რომ ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია პრობლემა განვკურნოთ, რასაც სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები

18 Apr 2021 22:13

მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.


“ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამას ვუყურებ გზად, რათა ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები განახლდა.

დიალოგის პროცესში ჩართული არიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.




კომენტარები:

ფართი შოპი