10 პროდუქტი, რომელიც ვირუსისგან დაგიცავთ და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ

18 Apr 2021 22:29

სასარგებლოს ორგანიზმი საკვებიდან უფრო სწრაფად და იოლად იღებს, ვიდრე ვიტამინური დანამატებისგან. ვირუსებმა რომ არ შემოგიტიოთ, ჯერ სწორ კვებაზე უნდა გადახვიდეთ. სასარგებლო პროდუქტების სია კი ხელთ გქონდეთ.


1. იოგურტი - აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას და აძლიერებს იმუნიტეტს. თუ კეფირს, მაწონს ან იოგურტს სისტემატურად მიირთმევთ, გაციებას დაემშვიდობეთ.

2. ნიორი - ძლიერი ანტიბიოტიკია. თუმცა, მომზადებული სასარგებლო თვისებებს კარგავს. უმჯობესია, უმი მიირთვათ.

3. ჯანჯაფილი - მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ათბობს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში.

4. ბროკოლი - ძლიერ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცავს. ზოგიერთი ექიმის თქმით კი, კიბოს წარმოქმნასაც უშლის ხელს.


5. მაყვალი - ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. აძლიერებს ორგანიზმს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს. გაყინულიც კი საკმაოდ ეფექტიანია.

6. ვაშლი - უჯრედისის წყაროა. ასუფთავებს ნაწლავებს. სუფთა ნაწლავები კი ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია.


7. თაფლი - არ ჩამოვთვლით, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თაფლი ებრძვის სტრესს და დამშვიდებაში გეხმარებათ. დღეში 1 სადილის კოვზი თაფლი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და გაციებასაც აგარიდებთ.

8. ასკილი - "ცე" ვიტამინის საბადოა. მისი ჩაი უნდა დალიონ მათ, ვისაც ვირუსებისგან თავის დაცვა სურს.

9. თხილი - პროანტოციანიდინითაა მდიდარი. ის კი აძლიერებს კაპილარებს, არეგულირებს წნევას და იცავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. გარდა ამისა, საუკეთესო ანტიოქსიდანტია.


10. ზღვის თევზი - სასარგებლო ცხიმებს, ცილას, თუთიას შეიცავს. უპირატესობა მიანიჭეთ თევზის ცხიმიან სახეობებს: თუნა, ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი. თევზი საუკეთესო პროდუქტია იმუნიტეტის გასაძლიერებლად როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი