ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ - დავით ბაქრაძე

18 Apr 2021 23:17

"პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია ორი გზა, ერთი ამნისტია და მეორე შეიძლება იყოს სხვა გზა, რომელითაც დადგება იგივე შედეგი, ანუ ეს გულისხმობს მათ გათავისუფლებას ერთი კვირის ვადაში, ანუ შეწყალების მექანიზმი" - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე ამბობს, მმართველი პარტიის შეხევდრაზე არმისვლამ კარგად წარმოაჩინა, თუ რა ედო საფუძვლად მათ ცალმხრივ ხელმოწერას.

"შევუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას "ქართული ოცნების" არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლის, პრობლემებისა და ამ პროცესის მიმართ...  ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ცალმხრივი ხელმოწერა რას ნიშნავდა, ეს არ იყო სიტუაციისდან გამოსვლის სურვილი, ეს იყო პიარული ნაბიჯი და ამას ადეკვატურად უპასუხეს დღეს ჩვენმა პარტნიორებმაც", - თქვა ბაქრაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი