"ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია!" - რას წერს თეა წულუკიანი

18 Apr 2021 23:24

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სპორტსმენი ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონი გახდა:


"ლაშა ბექაური (90 კგ) ევროპის ჩემპიონია!

ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 90 კილოში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები - ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი.


ფინალური შეხვედრა ბექაურმა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

IJF - International Judo Federation", - წერს თეა წულუკიანი.


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი