„გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

19 Apr 2021 12:33

პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 13:00 საათისთვის გეგმავენ მისვლას.


ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.


ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ შესვლას აპირებს. ამასთან, პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.


„თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, - აცხადებენ „გირჩში“.




კომენტარები:

ფართი შოპი