სად დარჩება თეონა კონტრიძე თუ საზღვრები ჩაიკეტა – საქართველოში თუ რუსეთში? - "მე უკვე გადაადგილებისთვის ბებერი ვარ"

19 Apr 2021 13:29





თეონა კონტრიძის თქმით, ორივე ქვეყანა სიგიჟემდე უყვარს, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაში ის დარჩება იქ, სადაც მისი ოჯახის წევრების უმეტესობა გადაწყვეტს.

„ამ ორმა ქვეყანამ ყველაფერი მომცა და ჩემი პერსონა ჩამოაყალიბა. ეს ორი ქვეყანა ახლა აბსოლუტურად სხვადასხვა გეზს ირჩევს და მათი იდეოლოგია ერთმანეთს უპირისპირდება. არანორმალურად მიყვარს თბილისი და არანორმალურად მიყვარს მოსკოვი, მინდა რომ ქართველების მიმართ გულწრფელი ვიყო. რუსეთში ვიცავ საქართველოს და საქართველოში – რუსეთს.

საზღვრები რომ ჩაიკეტოს, დავრჩები იქ, სადაც გადაწყვეტს ჩემი ოჯახის უმეტესობა. მე ვარ ოკეანის თევზი, ოკეანის თევზს ყოველთვის უჭირს აკვარიუმში გადმოსვლა. მე უკვე გადაადგილებისთვის ბებერი ვარ, ნოლიდან დაწყება არ შემიძლია“, – განაცხადა ნოე სულაბერიძის გადაცემაში კონტრიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი