საქორწილო ბეჭედი უბრალო სამკაული არ არის - 10 მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას

19 Apr 2021 14:00

სხვადასხვა რწმენის უმრავლესობა საქორწილო ბეჭდებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ძირითად ქორწინების დღეს იცვლება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია უფრო დიდი ყურადღება დაუთმოთ უძველეს რელიქვიას.

როგორ უნდა შეარჩიოთ საქორწილო ბეჭედი სწორად:

1. ბეჭდის ზედაპირი აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს. გლუვი ბეჭდები - მშვიდი, დალაგებული ოჯახური ურთიერთობაა. ნიშნობის ბეჭედზე რეკომენდებული არ არის გრავირება.

2. უპირატესობა მიანიჭეთ დაფასებულ მეტალს, საუკეთესო ვარიანტია ოქრო (წითელი, ყვითელი ან თეთრი - მნიშვნელობა არ აქვს).

3. ბეჭედი ერთი მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული. შესრულებული ერთ სტილში.

4. ნუ გამოიყენებთ სხვის ნაქონ ბეჭედს, რამდენადაც ნებისმიერი სამკაული მისი მფლობელის ენერგეტიკის მატარებელია, შესაბამისად ამა თუ იმ ადამიანის ბედის გაზიარების რისკის წინაშე დგებით.

5. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ მშობლების ბეჭედი, რომლებმაც მრავალი წელი ერთად ბედნიერად გაატარეს.

6. დაუშვებელია ბეჭდის გადადნობა. სამუდამო სიყვარულის მსგავსი სიმბოლო მხოლოდ საწყისი სახით უნდა შენარჩუნდეს.

7. საქორწილო ბეჭდის შერჩევისას, მიჰყევით თქვენს გემოვნებას და არა მოდას. მოდა ცვალებადია, ბეჭედი კი სამუდამოდ უნდა ატაროთ.

8. წყვილის ორივე ბეჭედი საქმრომ უნდა შეიძინოს. შეგიძლიათ ერთად შეარჩიოთ, მაგრამ თანხა მამაკაცმა უნდა გადაიხადოს.

9. ბეჭდის შესაძენად მხოლოდ გარკ განწყობაზე გაეშურეთ. თუ ხასიათზე არ ხართ, სჯობს ეს საქმე სხვა დროისთვის გადადოთ.

10. ხელსაყრელი შენაძენის შემდეგ, ვიდრე თქვენი სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ, აუცილებლად წარმოსთქვით შემდეგი სიტყვები: "ბედნიერი ცხოვრებისთვის, მტკიცე ოჯახისთვის! ამინ".


რეიტინგი 




კომენტარები:

ფართი შოპი