„ქართული ოცნება“ - რურუას გათავისუფლების ასახვა შეთანხმებაში, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია - არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს

19 Apr 2021 14:29

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.


„ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.





კომენტარები:

ფართი შოპი