მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება პოლიტიკურ სპექტრს

19 Apr 2021 16:10

მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მომენტად, რომ პირველად პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი დასავლელი მედიატორების ახალ დოკუმენტს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ეშმაკი დეტალებშია".

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს:

ჯერ ერთი გაუგებარია რატომ 43% და რატოა არა 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა?

მეორე კითხვა, რომელიც მაქვს, ეს უნდა დავუსვათ ჩვენ თავს ყველა ჩვენგანმა - ვთქვათ, 43%, ვინ უნდა დაითვალოს, ისევ ჟვანიამ?" ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ის სთავაზობს ვარიანტს, რომელიც კოსოვოში, ალბანეთში, უკრაინასა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი