ნიკა მელია განცხადებას გაავრცელებს - კონდახაშვილი შეთანხმების დოკუმენტზე

19 Apr 2021 16:47

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მელია ცოტახანში შესათანხმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას საჯაროდ გაავრცელებს. მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

"შევხვდი ნიკას, გვქონდა კომუნიკაცია ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით, უახლოეს წუთებში, საჯაროდ გავრცელდება განცხადება სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ნიკა მელიას პოზიცია აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ამაზე მეტ კომენტარს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგცემთ", - თქვა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი