გამარჯვება მიღწეული გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში პარლამენტში შესრიალდნენ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე

19 Apr 2021 21:50

ჩემი შესვლა-არშესვლა ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული და რაც გადავხედე, ეს დოკუმენტი მყიფეა - აცხადებს პარტია კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.


ჩარკვიანი კოლეგა ოპოზიციონერებსაც აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა ოპოზიციის კონფორმულობაზე მიუთითებს.


დიდი შეცდომაა, რბილად რომ ვთვათ და თუ არ დავინდობ, ვიტყვი, რომ ბოლო მომენტში შესრიალდნენ. ასეთი დოკუმენტით პარლამენტში როგორ შევიდნენ?


მე ისეთი დოკუმენტი მინდა, რომელიც ისეთ ქვეყანას მომიტანს, როგორიც დასავლეთშია.


ამ დოკუმენტით პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ.


ჟვანიას წასვლაზე არ არის საუბარი, არჩევნების შედეგების აღრიცხვის ციფრულ ტექნოლოგიებზე არ არის საუბარი, საარჩევნო სისტემა არ იცვლება. თუ მართლმსაჯულების ძირეული ცვლილების საფუძველი არ შექმენი, ეს რა დოკუმენტია?


ეს დოკუმენტი ჩემი ხალხის დუხჭირ ყოფას არ შეცვლის, რადგან სიდუხჭირე პროკურატურის, სასამართლოს და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით შეიცვლება და არა ჟვანიას დატოვებით და ელისაშვილის გვერდში ჯდომით.


მე მქონდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია შესვლას აპირებდა. ეს მოხდა ბოლო მომენტში, როცა თითქმის გამარჯვება მიღწეული გვქონდა, მათ კონფორმისტული გადაწყვეტილება მიიღეს. ეს დოკუმენტი კონფორმიზმია - აღნიშნავს ტვ პირველთან საუბარში თაკო ჩარკვიანი.


რეზონანსი 



კომენტარები:

ფართი შოპი