თვლის, რომ ეგრეა საჭირო - ვოლსკი ზურაბიშვილზე

19 Apr 2021 22:47

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ამბობს, რომ
მან ის განცხადება გააკეთა, რომელიც საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეობდა.

ვოლსკის თქმით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებებია მოსალოდნელი.

ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ ჩემ პოზიციაში, მაგრამ ერთი რა გრძნობაც მაქვს, ვიცნობ სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თვლის, რომ ეგრეა საჭირო, რომ დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია სხვადასხვა ვარიაციები შეფასებების, ესეც უნდა სცოდნოდა. გაბედულია, თავის თავზე აიღო, - ამბობს ვოლსკი.

მმართველი გუნდის ლიდერები, ამბობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელია და ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებეს დამოუკიდებლად იღებს.

სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალების სანაცვლოდ საკუთარი პირობები აქვს. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი