სალომე ზურაბიშვილი - მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის

20 Apr 2021 00:36

ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.


როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ბევრი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას ელოდება.


„მინდა მივესალმო ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მინდა მოგესალმოთ თქვენ, გისურვოთ ამ სასახლეში მობრძანება. ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის. ბევრი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ გველოდება“,- აცხადებს პრეზიდენტი.




კომენტარები:

ფართი შოპი