დავით ბაქრაძე - ხელს ვაწერ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

20 Apr 2021 00:44

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს სჭირდება და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.


"მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს. ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ. მე როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ვუერთდები და ხელს ვაწერ“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი