ალეკო ელისაშვილი - დღევანდელი დღეც ადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი და მტკიცე და მე ვარ ამაყი, რომ დღეს საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს

20 Apr 2021 00:47

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა.


როგორც ელისაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარტია "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.


"მე წარმოვადგენ პარტია "მოქალაქეებს", ჩვენ ორნი ვართ ამ პარლამენტში წარმოდგენილი, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას და შევედით პარლამენტში და ამის გამო ზიზღის და სიძულვილის უზარმაზარი ნიაღვარი დავიმსახურეთ, მაგრამ დღევანდელი დღეც, დღევანდელი შეთანხმებაც ადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი და მტკიცე და მე ვარ ამაყი, რომ დღეს საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ არამარტო ის სიძულვილი არამედ უფრო რთულ ბრძოლაში შევიდეთ ისევ და ისევ უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი