შარლ მიშელი - საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას

20 Apr 2021 01:11

ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი, - ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გაავრცელა.


მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა ვინც შეთანხმებას ხელს აწერენ ხალხის ინტერესი წინ დააყენეს და დემოკრატიას განვითარების საშუალება მისცეს.


„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს!


ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თქვენ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას და მიეცით დემოკრატიას განვითარების საშუალება.


მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი