გიორგი ვაშაძე - ნიკა მელია გამოვა ან გირაოთი, რომლის გადახდაზეც მზად არის ევროპული მხარე ან მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს ამნისტია

20 Apr 2021 01:23

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს.


ვაშაძის თქმით, ევროპული მხარე მზად არის, ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს.


„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, განვითარებული ადამიანების ქვეყანა, ძლიერი ოჯახებით და ძლიერი ადამიანებით. ხვალ, ბატონი შარლ მიშელი პირადად ჩამოდის და იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს, ისიც ხელს მოაწერს ამ დოკუენტს და ყველა გავერთიანდებით ამ საერთო საქმეში.

ნიკა მელია გამოვა, ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ძალიან სერიოზული ჟესტია, ან მეორე ვარიანტია - ეს შეიძლება იყოს ამნისტია“, - განაცხადა ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი