კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს

20 Apr 2021 01:36

იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს, - ამის შესახებ კელი დეგნანმა ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი ჯერ არ მოაწერეს, ამის გაკეთებას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეძლებენ.


„ყველამ უნდა გადავუხადოთ მადლობა პრეზიდენტ მიშელს, იმისთვის, რომ ამ პროცესის მედიაციაში ჩაერთო და ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს ამ ცერემონიას უმასპინძლა. შეთანხმება პარლამენტის წევრებისთვის ღია იქნება, დოკუმენტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იქნება. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი დემოკრატიული მომავლისთვის, თავისი ევროატლანტიკური მომავლისთვის. ძალიან ამაყად ვიმეორებ, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველო ნახოს წარმატებული. ასე რომ გილოცავთ და დიდი მადლობა საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში გამოიჩინეს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის“, - განაცხადა დეგნანმა.


მისივე თქმით, კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ საქართველოს წინსვლას განაგრძობს, ახლა, როცა მას უკვე სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი ჰყავს.


შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს.




კომენტარები:

ფართი შოპი