რა ურთიერთობა აქვს ბესო ზანგურს რობიკო სტურუასთან მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ის ყველა სპექტაკლიდან მოხსნა? - მსახიობმა სათქმელი თქვა

20 Apr 2021 01:56

მსახიობი ბესო ზანგური რეჟისორმა რობერტ სტურუამ რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის ყველა სპექტაკლიდან მოხსნა. თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ასეთ მდგომარეობაში მანამდე დარჩება, ვიდრე მისი უდანაშაულობა არ დადასტურდება. ცნობილია, რომ ბესო ზანგურსა და რობერტ სტურუას ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. საინტერესოა შეიცვალა თუ არა მათი დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც რეჟისორმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო?


"რაც უნდა მოხდეს, ჩემთვის არც თეატრი, არც როლი და არაფერი მიღირს ამ ადამიანის დაკარგვად. როგორც აქამდე იყო ჩემთვის მამასავით, იგივეა დღესაც და რაც ვიყავი მე მისთვის, იგივე ბესო ზანგური ვარ დღესაც. ის არის ჩემი უფროსი მეგობარი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი შვილების ნათლია, მოკლედ რომ ვთქვა, რობერტ სტურუამ, რაც უნდა გააკეთოს, ჩემთვის ის არის კონკურს გარეშე!


არათუ რობერტ სტურუას, უკვე მთელ ქალაქს სჯერა ჩემი, მაგრამ მე არ მინდა ასე მხარდაჭერა, სანამ სამართლებრივად არ დავადგენ ყველაფერს და სიმართლე არ დადგინდება სამართლებრივი გზით. ძალადობას გამოვრიცხავ ყოველთვის, ზუსტად იცოდნენ სადაც უნდა დაერტყათ, იქ დამარტყეს, რასაც თავად ვებრძვი და მეორე იქ დამარტყეს, სადაც არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი შვილები. თითით საჩვენებელი მამა ვარ – დამარტყეს მანდ! აუცილებლად დასჭირდება ჩემ მეუღლეს ფსიქოლოგის ჩარევა", - განუცხადა "ალიას" ბესო ზანგურმა

წყარო: "ალია"




კომენტარები:

ფართი შოპი