ირმა ინაშვილი: უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, "ქართულ ოცნებაზე" და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი!

20 Apr 2021 02:17

ირმა ინაშვილი: 


"იმედია, ახლა მაინც ხვდებით, რა ხდება. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. არ ვაწერთ ხელს არანაირ დოკუმენტს. რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია. ე.წ. ოპოზიციასაც და "ქართულ ოცნებასაც" სკამის გარდა, არაფერი არ აინტერესებს. სინამდვილეში მორიგჯერ გარიგდნენ და მმართველობას იყოფენ. აქ არ არსებობს არც მართლმსაჯულება და არც კანონი. 


პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი ცხადყოფს ამას. კანონი ისაა, რაც სჭირდებათ სკამების გადასარჩენად. არ არის ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. უბრალოდ, არ არის. უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, "ქართულ ოცნებაზე" და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი. გაიგეთ, ეს ერთი ხალხია და ერთი ბოროტებაა."



კომენტარები:

ფართი შოპი