იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა

20 Apr 2021 11:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - დავით ახობაძე შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით დააჯილდოვა.


ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა.


პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მიმდინარე წლის 5 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. სუიციდის მცდელობის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე გასულ პოლიციელებს სანადირო თოფით შეიარაღებულმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ ესროლა, რის შედეგადაც ვანის პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება მიიღო. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.




კომენტარები:

ფართი შოპი