ირაკლი ქადაგიშვილი - უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

20 Apr 2021 13:13

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის მიღების ვადებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი „ქართულ ოცნებაზე“ არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმ პარლამენტარებსა და პარტიებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის აქტის გამოცემისთვის „საერთო ძალისხმევის გაწევა მოუწევთ“.


რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაც შეთანხმების დოკუმენტით არის განსაზღვრული, ქადაგიშვილის თქმით, გარკვეული საკითხები მაგალითად, როგორიც არის ცესკო- ს რეფორმირება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებამდე ცესკო-ს ახალი წესით ფორმირება უნდა მოხდეს.


„ამ შეთანხმების შემდეგ ძალიან ბევრი პროცესი დაიწყება და ეს პროცესები სწორედ პარლამენტის შიგნით ცხოვრების ახალ საფეხურზე ასვლას გულისხმიბს. იმ პუნქტებს, რაც გაწერილია შეთანხმებით, სჭირდება იმპლემენტაცია, შესრულება. ხელშეკრულებაშივე არის განსაზღვრული კონკრეტული ვადები, თუ როდის და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და ვიმედოვნებთ , რომ საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური პარტია და დეპუტატი მოაწერს ხელს, შემოვა პარლამენტში და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ ყველა დებულება, რაც ხელშეკრულებაშია.


რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ერთი ეხება პოლიტიკურ ამნისტიას და იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე საკითხი ცესკოსთან დაკავშირებით - ცესკოს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება გენერალური პროკურორის თემას, ეს აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი