რა უნდა გავითვალისწინოთ თუ ზაფხულის გატარებას ბათუმში ვგეგმავთ

20 Apr 2021 13:39

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იმატებს ჩვენი მოლოდინებიც, ტემპერატურის მატება კი უფრო მეტად სასიამოვნოა, როდესაც წინ გეგმები გვაქვს და სასიამოვნო დროის გატარება გვაქვს ჩაფიქრებული. წელს, ისევე როგორც შარშან პანდემიის გამო შეზღუდული გვაქვს მოძრაობა და ჩვენი გულებიც ზღვისპირეთისკენ ძგერს. ბათუმი წელსაც დიდ მოლოდინებს გვისახავს და ნელ-ნელა უკვე ვიწყბთ მზადებას. თუ შუა ზაფხულში გვაქვს გეგმები დაწყობილი, ჯერ მხოლოდ ცალი თვალით ვამოწმებთ ბინების ფასებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისი ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე და შეიძლება დაუგეგმავად უკვე სტუმრობს ზღვისპირეთსაც. ორივე შემთხვევაში არის რამდენიმე გასათვალისწინებელი დეტალი, რომელსაც თუ ყურადღებას მიაქცევთ, ბევრად გაგიმარტივდებათ მოგზაურობა.


პირველი და უმთავრესი დეტალი დასარჩენი ადგილის მოძიებაა და ვინაიდან ბინები ბათუმში ზაფხულობით რთული მოსაძიებელია, სჯობს წინასწარვე შეარჩიოთ ვარიანტები. უმეტეს წილად ბინები დღიურად ქირავდება, შესაბამისად ზუსტად უნდა განსაზღვროთ რა პერიოდით რჩებით, რადგან თუ რამდენიმე დღის დამატებას გადაწყვეტთ, შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას, რადგან ბინის მფლობელი, როგორც წესი, უკვე შეთანხმებულია სხვა დამსვენებელთან კონკრეტულ რიცხვში და თუ ამას წინასწარ არ მოაგვარებთ, შეიძლება მთელი გეგმები აირიოს. ასევე, ამავე მიზეზიდან გამომდინარე, თუ ბინა წინასწარ არ გაქვთ მოძიებული და კარდაკარ გაქვთ ჩაფიქრებული მოძიება, დიდი ალბათობით იმედი გაგიცრუვდებათ, შესაბამისად სჯობს წინასწარ მოძებნოთ ციფრულად ბინები, რამდენიმე ალტერნატივა მოიძიოთ და წინასწარ დააზუსტოთ დეტალები მფლობელთან.


ბინების მოძიება უკვე საკმაოდ გამარტივებულია, რაც უფრო მეტად კომფორტულს ხდის თქვენს შვებულებას. ბინები ბათუმში შეიძლება ბევრია, თუმცა ეს საშუალებას გაძლევთ თქვენზე უფრო მეტად მორგებული იპოვოთ. გასათვალისწინებელი დეტალი თქვენი ფინანსებია და შვებულების ხანგრძლივობაა, ანუ რამდენი ხნით ეძებთ ბინას და რამდენის გადახდა გიღირთ. ამის განსაზღვრის შემდეგ აირჩიეთ ლოკაცია, სად უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის და არსებული ვარიანტები გაფილტრეთ მდგომარეობის მიხედვით.


მას შემდეგ, რაც ბინას აარჩევთ და გულს იჯერებთ შავ ზღვაში ცურვისგან, საუკეთესო ვარიანტი იმ ღირსშესანიშნაობების ხილვაა, რაც ბათუმში გელით. ასევე, შეიძლება თქვენი ბინის ლოკაცია სწორედ ამითიც აირჩიოთ და სასურველ ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლთან ახლოს „დაბანაკდეთ“.


ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა ნადვილად ალი და ნინოს მონუმენტია, რასაც ბულვარის დასაწყისში შეხვდებით. თუ საღამოს ბათუმში სეირნობის იდეა განსაკუთრებით გხიბლავთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ პიაცას მოედანს, სადაც ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ რესტორანში, შებინდებისას კი დატკბეთ ცოცხალი მუსიკით. თუ ოჯახთან ერთად გაქვთ განზრახული დასვენება და მცირეწლოვანი შვილი გყავთ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ დელფინარიუმს, სადაც გაწვრთნილი დელფინების შოუ ნამდვილად ყველას მონუსხავს. ბათუმური მზიანი დღეების შედარებით სიმწვანეში გატარება თუ გსურთ, ბოტანიკური ბაღი იდეალური ამისთვის იდეალურია, სადაც შეხვდებით სხვადასხვა კლიმატურ ზონებში არსებულ მცენარეთა ჯიშებს. თუ შედარებით ისტორიული ნაგებობები დაგაინტერესებთ, გონიოს ციხე ნამდვილად მოგაჯადოებთ, პეტრას ციხე კი, რომელიც ბათუმთან ახლოს მდებარეობს, ნამდვილად ღირს ნახვად.



კომენტარები:

ფართი შოპი