ბუღალტერიის რეალური მნიშვნელობა კომპანიებში

20 Apr 2021 13:44

საკუთარი კომპანიის მართვა საკუთრი ავტომობილის მართვასავით მარტივი სულაც არ არის, პირიქით, ხშირად ხდება ხოლმე მენეჯერების თავის ტკივილი. განსაკუთრებით პანდემიამ სრულიად ყველაფერი თავდაყირა დააყენა და იმაზე მეტი საფიქრალი გაუჩინა ბიზნესებს, ვიდრე აქამდე ქონდათ, რის შედეგადაც ბევრმა ვერ გაუძლო ამ წნეხს და დახურვა მოუწია, მათ კი ვინც შეძლო და რესურსები კარგად გაანაწილა, ფეხი აუწყო მოვლენებს და ბაზარზე პოზიციებიც გაიმყარა. ყველაზე მთავარი დეტალი, როდესაც კომპანია კრიზის პირასაა, ფინანსწბის ნაწილის გადახედვა და მისი იმგვარად კორექტირებაა, რომ კრიზის თავიდან აირიდოს და დასახული მიზნებისკენ მყარი ნაბიჯები გადადგას. კომპანიის მართვისას აუცილებელი დეტალი ბუღალტერიის მოწესრიგებაა, ამიტომ საჭიროა ის ისეთ ადამიანებს ჩავაბაროთ, ვისაც ვენდობით და ვისი პროფეიონალიზმისაც გვჯერა. პანდემიის დროს საქმიანმა პროცესებმა ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გადაგვეაზრებინა ბევრი საკითხი და სხვა კუთხით შეგვეხედა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოება იყო, რომელსაც დღეს უფრო მეტი ყურადღება ენიჭება, ვიდრე აქამდე, რადგან საქმის ასე წარმოება საკმაოდ კომფორტული და მომგებიანია.


ბუღალტერია კომპლექსური საკითხია, რომელიც მოითხოვს მუდმივ რეჟიმში კონტროლს და თვალის დევნებას, უმეტეს შემთხვევებში ხომ სწორად ფინანსური ნაწილი განსხაზღვრავს კომპანიის ბედ-იღბალს. მისი წარმოების პროცესი ყველა კომპანიაში ერთნაირი არაა და ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა არის ის კონკრეტული ფორმულა, რასაც უნდა მისდიოს ბუღალტერმა. ფინანსური ინფორმაციის შეგროვება უპირველესი საკითხია, რათა ზუსტად ვხედავდეთ რა ეტაპზეა ორგანიზაცია დღეს, ამის შემდეგ ბუღალტერი მას ზომავს და ადარებს წინა პერიოდებს, უნდა განისაზღვროს პროცესის დინამიკა წინა თვეებთან მიმართებაში რამდენად პოზიტიურია. ინფორმაციის დამუშავების ბუღალტერთა გუნდი, ვინც მხოლოდ ციფრების დათვლით არ კმაყოფილდება და განსაკუთრებულ პერიოდებში ანალიზის საფუძველზე რჩევებსაც იძლევა იმაზე, ესა თუ ის გადაწყვეტილება რამდენად მომგებიანი შეიძლება რომ იყოს.


კომპანიაში აუცილებელია ბუღალტერია დალაგებული და სისტემატიზირებული იყოს, ჰქონდეს ერთიანი სახე და ნებისმიერი ფინანსური პარამეტრი გათვალისწინებული და ადვილად აღქმადი იყოს. ბუღალტერიის სწორად წარმოება ხელსაწყოა, რომელიც კომპანიისთვის დასახული მიზნების მიღწევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, რასაც შესაბამისად საკმაოდ დიდი დროც მიაქვს. ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პირობა ჩამოთვლილი პროცესების კანონიერ ჩარჩოში წარმოებაა, შესაბამისად სანდოობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


აუთსორსზე ბუღალტერიის წარმოების დროს, ბუღალტრული კომპანია ზრუნავს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგადასახადო ვალდებულებების და ინვოისების კონტროლი,  დროული ბილინგი, ჭკვიანური გამოქვითვები; საქმიანობის სრული ოპტიმიზაციისთვისა და არსებული მიზნების მიღწევაში კი განსაკუთრებით გამოდაგდებათ მუდმივი კონსულტაციები ექსპერტებთან დამატებითი რჩევებისთვის, რადგან ბუღალტერია და მისი კარგად წარმოება არ ნიშნავს მხოლოდ ციფრების ანალიზს. ასევე, სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ასეთი კომპანია ყოველთვის ხაზზეა და მუდამ მზად არის თქვენს კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ, რაც აგარიდებთ ფინანსებთან დაკავშირებულ თავისტკივილს და მეტ დროს მოგცემთ სხვა საკითხების მოსაგვარებლად.



კომენტარები:

ფართი შოპი