როდის სჯობს ავტო სესხის აღება?

20 Apr 2021 13:46

საკუთარი ავტომობილის ყოლა საკმაოდ დიდი კომფორტია, არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ, რითი ერთი ერთობით და ხშირად გიწევთ მოძრაობა თუ არა. მანქანა ერთგვარად ზრდის თქვენს შესაძლებლობებს, მისი მართვა კი ერთ-ერთია იმ სიამეთაგან, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია. ნამდვილად, არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც პირველად ვიღებთ პასუხისმგებლობას და საკუთარი ავტომობილის შეძენას მიზნად ვისახავთ. ეს პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი საოცნებო მანქანის შესაძენად შესაბამისი თანხა სრულად არ გვაქვს, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გამოსავლის ძიებაში შეიძლება ბევრი ალტერნატივა განიხილოთ, თუმცა ყველაზე სანდო მაინც იმ განსაკუთრებული სესხის აღებაა, რომელიც სრულად თქვენზე იქნება მორგებული და რომლის სარგებლობითაც დროის მცირე ხანში შეძლებთ ახალი მანქანის სახლის წინ დაპარკინგებას.


რა არის ავტო სესხი?

ავტო სესხი სხვა სახის სესხებიდან გამოირჩევა მისი საპროცენტო პირობებით, რადგან ამ შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა ხდება ავტომობილის გირავნობით, რაც არანაირ საფრთხეს შეიცავს, მისი მართვის უფლება კი თქვენ გრჩებათ. მიზნობრიობიდან გამომდინარე, კრედიტი გრძელვადიანია, რომელიც განაწილებულია იმგვარად, რომ თქვენთვის კომფორტული იყოს მისი დაფარვა, შესაბამისად ბანკები თუ საკრედიტო ორგანიზაციები ყოველთვის ითვალისწინებენ თქვენს შეთავაზებებს ამ საკითხზე.


პროცედურა

ავტო სესხის აღების პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია, ამიტომ სანამ ბანკს ესტუმრებით, სასურველია უკვე არჩეული გქონდეთ ავტომობილი. ასევე, სესხის აღებამდე აუცილებლად განიხილეთ ალტერნატივები, გაეცანით სხვადასხვა ბანკებისა თუ საკრედიტო კომპანიების შემოთავაზებებს, გახსოვდეთ, ნებისმიერი სასესხო ხელშეკრულება ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თქვენი პირობებიც შესთავაზოთ. უშუალოდ ავტო სესხი შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ - კრედიტის განაცხადი უნდა შეავსოთ სასურველი საკრედიტო კომპანიის ვებ-გვერდზე, ან შეგიძლიათ ესტუმროთ თავად ფილიალს, როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის, რის შემდეგაც საშუალოდ 30 წუთია საჭირო მის დასამტკიცებლად ნებისმიერ შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, სესხის განაცხადის შევსებისთვის თან უნდა გქონდეთ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.


პირობები

სხვადასხვა ბანკებსა თუ საკრედიტო კომპანიებში შესაძლოა პირობები განსხვავდებოდეს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შესაძლოა ავტომობილის გამოშვების წელზე სხვადასხვა შეზღუდვა იყოს დაწესებული, თუმცა, როგორც წესი, გამოშვების წელის მინიმალური ზღვარი 1995 წელია. ასევე, კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი, თქვენი ასაკია, ავტო სესხით სარგებლობა შესაძლებელია 21 წლიდან, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი კომპანიაში 20 წლის პირსაც დაუკმაყოფილონ განაცხადი. განაცხადის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია გქონდეთ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი. ავტო სესხი ინდივიდუალური სესხია - თქვენ არ გჭირდებათ მესამე პირი, ვინც თავდებში ჩაგიდგებათ. სესხის მოცულობას უშუალოდ ავტოექსპერტი ადგენს ავტომობილის წლოვანების, მარკისა და მდგომარეობის შეფასების მიხედვით. სესხის დამტკიცების შემდეგ, ყურადღება მიაქციეთ გადახდის გრაფიკს, განსაზღვრეთ სასურველი გადახდის დღე და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა რამდენად ჯდება თქვენს ინტერესში, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოთ უზუსტობები.


ბიუროკრატიული პროცედურები საკმაოდ მალე მორჩება, რის შემდეგაც პირველად შეძლებთ უკვე საკუთარი ავტომობილით გასეირნებას. მართალია ავტომობილის ყოლა ახალი პასუხისმგელობის აღებას ნიშნავს, თუმცა ვინ არ იქნება მზად ამისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიამოვნება და კომფორტი შენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება?



კომენტარები:

ფართი შოპი