როგორ ავარჩიოთ შესაფერისი კონდინციონერი

20 Apr 2021 13:59

გაზაფხულზე ნანატრი მზის უფრო ხშირად გამოჩენას თანდათან უფრო ვეჩვევით და ტემპერატურაც ზაფხულის ჩვენი მოლოდინებივით ნელ-ნელა იმატებს. ცივ დღეებში განსაკუთრებით მონატრებულები, ბუნდოვნად ვიხსენებთ ხოლმე აგვისტოს სიცხეს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს, თუმცა ამინდები რაც უფრო მეტად უმჯობესდება, მით მეტად გვახსენდება, რომ სჯობს დროულად ვიზრუნოთ, რათა მზად შევხვდეთ ამ დისკომფორტს. ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი საგანი - კონდინციონერი სიცხეში ნამდვილად ყველა პპრობლემას წყვეტს, ამიტომაც მისი არჩევისას ყოველთვის ვცდილობთ ისეთი შევიძინოთ, რომ მოგებულები და კმაყოფილები დავრჩეთ. მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი, ამ შემთხვევაში თქვენი ფინანსებია, რადგან ბაზარზე წარმოდგენილია ძალიან დიდი არჩევანი, ფასის ზრდასთან ერთად კი იმატებს შესაძლებლობებიც. ასევე, კონდინციონერის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი საცხოვრებელი პირობები, რადგან არასწორად გაკეთებული არჩევანის შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ვერ დამონტაჟდეს. სტატიაში მოგიყვებით როგორი ტიპის კონდინციონერები არსებობს და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან.


კონდინციონერის სულ ორი ძირითადი კატეგორია არსებობს - მონობლოკური და სლიტ-სისტემა, თითოეული კატეგორია კი აერთიანებს სხვადასხვა ტიპებს. მონობლოკური კონდინციონერი პატარა ზომისაა, რადგან მხოლოდ ერთი ბლოკისგან შედგება. სპლიტ სისტემის კონდინციონერები ორი ბლოკისგან შედგება, რომელთაგანაც ერთი თვითონ შენობაში მონტაჟდება, მეორე კი შენობის გარეთ.


მონობლოკური კონდინციონერი იწარმოება ორი ტიპის - მობილური და ფანჯრის. მობილური ტიპის კონდინციონერები საკმაოდ მსუბუქია და შესაძლებლობას იძლევა ერთი ოთახიდან მეორეში გადატანის, რაც საკმაოდ კარგი პლიუსია. ამასთანავე, ღირებულებაც შედარებით დაბალი აქვს და არ მოითხოვს დიდ ხარჯებს. მთავარი მინუსი კი მისი ხმაა, თუმცა ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ეს პრობლემა შედარებით თვალშისაცემი აღარ არის. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მისი მოხმარებისას აუცილებელია თერმოიზოლირებული მილი, რომელშიც მიედინება სითხე, მუდან ფანჯარაში იყოს გაყვანილი.


სახელიდან გამომდინარე, ფანჯრის კონდინციონერის დამონტაჟდება ხდება ფანჯარაზე და აქვს გამწოვი ვენტილაციის შესაძლებლობა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია თხელ კედელზეც, თუმცა, ასეთ დროს ხშირად აუცილებელი ხდება კედლის კონკრეტული ნაწილის მონგრევა. აღნიშნული ტიპის მთავარი მინუსიც ხმაურია, თუმცა რადგანაც მონობლოკური კონდინციონერია, შედარებით დაბალ ფასშიც შესაძლებელია მოძებნა.


სპლიტ-სისტემის კონდინციონერი რამდენიმე ტიპისაა: კედლის, მულტი სლიტ სისტემის, კასეტური, კოლონური, ჭერისა და იატაკის. კედლის ტიპი ყველაზე გავრცელებულია, რომელიც შესაძლებელია შეიძინოთ როგორც სახლისთვის, ასევე შედარებით პატარა ოფისისთვის. ფასი შეიძლება იყოს როგორც საკმაოდ მისაღები, ასევე საკმაოდ მაღალი, რაც დამოკიდებულია უპპირველესად ხარისხზე და დამატებით ფუნქციებზე. ასეთი ტიპის კონდონციონერებში ხმაური შედარებით შემცირებულია და არ ქმნის დისკომფორტს.


მულტი სპლიტ სისტემა შესაძლებლობას იძლევა ერთდროულად რამდენიმე ოთახში იყოს გაყვანილი და ყველგან ფუნქციონირებდეს, რადგანაც რამდენიმე შიდა ბლოკისგან შედგება თითოეული უკავშირდება ერთ გარე ბლოკს.


კასეტური კონდინციონერი შედარებით სპეციფიური ტიპია, რომელიც მხოლოდ შეკიდულ ჭერზე მონტაჟდება. ფუნქციურად ჰაერს ბლოკის ქვედა ნაწილიდან ოთხივე მიმართულებით ანაწილებს, რისი მეშვეობითავ საკმაოდ დიდი კომფორტი მიიღწევა.


კოლონური კონდინციონერი განკუთვნილია დიდი სივრცისთვის და უმეტესად გამოიყენება უნივერსიტეტის აუდიტორიებში, მუზეუმებში და სხვა დიდი სივრცის მქონე დახურუ ნაგებობებში. აღნიშნული კონდინიონერის მთავარი პპლიუსი მისი გამძლეობა და სწრაფი გაგრილების ფუნქციაა, მთავარი მინუსი კი შედარებით დიდი ზომა და მაღალი ფასია.



კომენტარები:

ფართი შოპი