როგორ მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება დამსაქმებელზე გასაუბრებამდე

20 Apr 2021 14:02

დღევანდელ რეალობაში, როდესეაც ყველაფერი შეიცვალა პანდემიის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ახალ ვაკანსიას, ამის პარალელურად კი კომპანიები უფრო მეტად ცდილობენ იპოვონ კვალიფიციური კადრი. ერთი შეხედვით საქმე მარტივია, თუმცა რეალურად ცოტა უფრო რთულია, რადგან შეიძლება შერჩევის ეტაპზე მხოლოდ იმიტომ ვერ გადახვიდეთ, რომ თქვენი რეზიუმეს ფორმატი არ არის შესაბამისი, ან გასაუბრებაზე სულ რამოდენიმე წუთი დაიგვიანეთ. ახალი სამსახურის მისაღებად უმთავრესი ირველი შთაბეჭდილების მოხდენაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარიის გამოცდილება არ გაქვთ და პირველ სამსახურს ეძებთ. გაითვალისწინეთ, სივის გაგზავნის მომენტიდან ყურადღება ენიჭება ყველა პატარა დეტალს, რეზიუმეში გამოყენებული ფერით დაწყებული და გასაუბრებისას საუბრის მანერით დამთავრებული. შეიძლება ერთი მხრივ ეს სტრესული იყოს, თუმცა მეორე მხრივ, თუ დამსაქმებლის თვალიდან შევხედავთ ამ საკითხს, ყველაფერი დალაგდება - წარმოიდგინეთ ვაკანსიის გამოცახდების შემდეგ რამდენი ადამიანი აგზავნის საკუთარ რეზიუმეს, ვისთანაც თქვენ კონკურენციაში გიწევთ შესვლა და როგორც წესი, HR მენეჯერი ცდილობს დროის მცირე ხანში ამოირჩიოს შესაფერისი კანდიდატები გასაუბრებისას. სტატიაში მოგიყვებით როგორი არ უნდა იყოს თქვენი რეზიუმე და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა დასაქმება შეძლოთ სასურველი სამსახურში.


პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ გასაუბრებამდე აუცილებელია კარგი რეზიუმე გქონდეთ და კარგში არ ვგულისხმობ მხოლოდ თქვენი გამოცდილებისა და სხვა ინფორმაციის სრულად თავმოყრას. CV ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც გამსაუბრებელთან წარგადგენთ, ამიტომ შეეცადეთ მარტივად წაკითხვადი და დასამახსოვრებელი იყოს. შეიტანეთ ერთნაირი ტონალობის ფერები, თუმცა ძალიან ნუ გადააჭრელებთ. რაც შეეხება მოცულობას, მაქსიმუმ 2 გვერდიანი საკმარისია, ეს დამოკიდებულია თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და გავლილ ტრენინგებზე. შეეცადეთ ისეთი არასაჭირო ინფორმაცია, როგორიცაა სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ასაკი და ზოდიაქოს ნიშანი უბრალოდ არ ჩასვათ. ინფორმაცია უნდა მოდიოდეს თანხვედრაში ვაკანსიაში გაწერილ მოთხოვნებს და უნდა იყოს მოკლე. გაწერეთ მხოლოდ საჭირო ინფორმაცია კონკრეტული თარიღებით.


გასაუბრებაზე დაბარება და შემდეგ დასაქმება შედრებით მარტივია, როდესაც ინფორმაციას გადასცემთ გამსაუბრებელს თანმიმდევრულობით, როგორც გასაუბრებაზე, ასევე რეზიუმეში ტექსტურად, შესაბამისად შეეცადეთ მაქსიმალურად მარტივი და ორგანიზებული რეზიუმე შექმნათ, სადაც ინფორმაცია იქნება რელევანტური. სამუშაო გამოცდილების ჩასმისას მიუთითეთ მხოლოდ პოზიცია, ორგანიზაცია და სამუშაო პერიოდი, არ ჩაშალოთ დამატებით სამუშაო აღწერილობა და ფუნქციები, თუ განსაკუთრებით სპეციფიკური არ არის.


როგორც წესი, რეზიუმეში არ არის სავალდებული ფოტოსურათის ჩასმა, თუ ვაკანსიის აღწერაში არ ითხოვენ, თუმცა ყოველთვისას საურველი მაინც გქონდეთ ჩასმული, რადგან ეს დამატებით დადებითად განაწყობს მკითხველს. ფოტოსურათი უნდა იყოს ნეიტრალური და ბუნებრივი, სპეციაულურად ნუ გამოეწყობით სურათის გადასაღებად, თუმცა ნურც წვეულებაზე გადაღებულ სურათს ჩასვავთ. ასევე, ყველაზე მთავარია ფოტოსურათზე მხოლოდ თქვენ იყოთ გამოსახული.


გასაუბრებაზე უფრო მარტივად შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას, თუმცა აქაც რამდენიმე რინციპული დეტალია რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. იმისათვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ აუცილებელია ამომწურავი, ზუსტი და ლაკონური ინფორმაცია გადასცეთ, შეეცადეთ არც ძალიან სერიოზული იყოთ და არც ძალიან არასერიოზული, მეგობრული ტონი შეინარჩუნეთ. ყოველთვის მარტივია დასაქმება, როდესაც პირველივე შეხვედრაზე უმეგობრდებით კომპანიის წარმომადგენლებს. ასევე, გასაუბრებაზე მისვლამდე ყოველთვის მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რაც დამატებითი ბონუსია თქვენთვის.



კომენტარები:

ფართი შოპი