შარლ მიშელი უკვე საქართველოშია

20 Apr 2021 17:36

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. შარლ მიშელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.



შარლ მიშელი დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავს, რომელთაგან პირველი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ექნება. ის ასევე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.


ამასთანავე შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში მივა და სწორედ საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრას პარტიებთან.


შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.




კომენტარები:

ფართი შოპი