ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას

20 Apr 2021 18:05

მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფეხურია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.


„პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას და იმუშაონ იმ მოწოდებით, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – წერს ბორელი „ტვიტერში“.




კომენტარები:

ფართი შოპი