ვისი გაგზავნა სურს სოსო მანჯავიძეს ირანში, ან საუდის არაბეთში - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ გამოცდილების გასაზიარებლად?!

24 Apr 2018 00:23

სოსო მანჯავიძე, საკრებულოს ყოფილი წევრი:


_დააკვირდით რა სახეებით უსმენენ ჩვენი ტელევიზიების წამყვანები ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპასა და ამერიკაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადია.
ცქმუტავენ, ცდილობენ არ დაამთავრებინონ სიტყვა გამომსვლელს, იშველიებენ სრულიად იდიოტურ არგუმენტს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. თურმე გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დადგენა შეუძლებელი ყოფილა.


მერე რა, რომ დასავლეთში ეს ზღვარი კანონითაა დადგენილი. ჩვენთან, საქართველოში ეს ზღვარი არ უნდა არსებობდეს. ამ ჭინკებს შეუზღუდავი ლანძღვა-გინების, შეურაცხყოფის და ქართველი ხალხის სულში ფურთხების ექსკლუზიური უფლება უნდა ჰქონდეთ თავიანთი ტოქსიური ტელევიზიებიდან ისე. ცოტა ხნით ესენი ირანში ან საუდის არაბეთში უნდა გააგზავნო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ გამოცდილების გასაზიარებლად...


კარგი საყურებლები იქნებიან, განსაკუთრებით ქალბატონები.“


კომენტარები:

ფართი შოპი