რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?

20 Apr 2021 18:28

თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­განს ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტის, ნივ­თის შე­სა­ძე­ნად, აქ­ცი­ას ელო­დე­ბი, თუმ­ცა როცა ეს დღე დგე­ბა, სამ­სა­ხუ­რის, ბავ­შვის ან სხვა მი­ზე­ზის გამო მა­ღა­ზი­ა­ში მის­ვლას აგ­ვი­ა­ნებ, სა­ღა­მოს კი ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია აღარ გხვდე­ბა... მარ­თლაც ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ხომ?!

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტებ­ში, როცა ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს იშ­ვი­ა­თად აღ­მოვ­ჩნდე­ბით ხოლ­მე იმ იღ­ბლი­ან­თა შო­რის, ვინც სა­აქ­ციო პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას ახერ­ხებს. მა­ღა­ზი­ა­ში მი­სუ­ლებს გვე­უფ­ლე­ბა გან­ცდა, თით­ქოს ისე­თი რა­ღაც დავ­კარ­გეთ, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მიგ­ვე­ღო, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კი კონ­სუ­ტან­ტებ­თან გა­მოვ­ხა­ტავთ, რო­მელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც მხო­ლოდ სა­წყო­ბი­დან თა­რო­ზე პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბა წარ­მო­ად­გენს და არა მომ­წო­დებ­ლის­გან ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტე­ბი ხში­რად იწე­რე­ბა „ფე­ის­ბუქ­შიც“, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბია შექ­მნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ და შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უამ­ბონ. რე­ა­ლუ­რად, სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბი გა­ყიდ­ვებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ, პრო­დუქ­ცია უწ­ვე­ტი რე­ჟი­მით მი­ე­წო­დე­ბო­დეს ქსელს და რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­დეთ, თუმ­ცა მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა ბო­ლომ­დე მათ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამ პრო­ცეს­ში მიმ­წო­დებ­ლე­ბიც დიდ როლს თა­მა­შო­ბენ.

რა­ტომ აღარ გვხვდე­ბა ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მა­რა­გი შევ­სე­ბუ­ლი და რა­ტომ იწუ­რე­ბა ის სწრა­ფად აქ­ცი­ის დროს?

ამის გა­სარ­კვე­ვად „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ას“ და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც 12 ქსე­ლურ სა­სურ­სა­თო მარ­კეტს აერ­თი­ა­ნებს. რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ა­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი მარ­თლაც ხდე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი რო­გორც წესი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სუ­პერ­მარ­კე­ტის მი­მართ გა­მოთ­ქვა­მენ. მა­თი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მხო­ლოდ სუ­პერ­მარ­კეთს სდებს ბრალს, ამ დროს კი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის წყვე­ტას ბევ­რი ფა­რუ­ლი პრო­ცე­სი გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

  • მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა - ანუ მომ­წო­დებ­ლის მხრი­დან არ/ვერ მოხ­და დრო­უ­ლი მო­მა­რა­გე­ბა;
  • ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნა იყო პრო­დუქ­ცი­ა­ზე და მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა. მომ­ხმრებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რაც უფრო ღრმა ფას­დაკ­ლე­ბაა, უფრო დი­დია მო­თხოვ­ნაც, რო­მე­ლიც სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცი­ის მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მას ქმნის;
  • ასე­ვე, მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, პი­რო­ბი­თად სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა და პრო­დუქ­ცი­ის დრო­უ­ლად ვერ მი­ღე­ბა;
  • გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც, რო­მე­ლიც სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცი­ის წყვე­ტას გა­ნა­პი­რო­ბებს.

„რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცი­ის წყე­ტა­ზე სხვა­დას­ხვა ფას­ტო­რი ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ის პერ­სო­ნალ­ზე გა­და­ტა­ნა არ იქ­ნე­ბა სწო­რი. მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ, რათა გაზ­რდილ მო­თხოვ­ნას ვუ­პა­სუ­ხოთ და სა­აქ­ციო პრო­დუქ­ცია დახლზე არ ამო­ი­წუ­როს. ჩვენ­თვის მომ­ხა­რე­ბე­ლი და მისი კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი სექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბას, ამი­ტომ ყვე­ლა ქსე­ლი მაქ­სი­მუმს აკე­თებს მომ­ხმა­რებ­ლის მო­ლო­დი­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად “, - აღ­ნიშ­ნეს „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“.

პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბის უწყვე­ტო­ბა პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­შიც, თუმ­ცა სა­დის­ტრი­ბუ­ციო ჯაჭ­ვის გა­მარ­თვა ბუ­ნებ­რი­ვია, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­აგ­ვა­რებს.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი