სააკაშვილს არავინ ეკითხება, ვინ როგორ გამოვა ციხიდან, რაც იქ წერია, ის შესრულდება და მორჩა – ელისაშვილი

20 Apr 2021 18:41

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა:


„როგორც ჩანს, რადიკალიზმის და რევოლუციური ეიფორიის ფიქრების გზიდან სააკაშვილი ჭეშმარიტების გზაზე ბრუნდება. ხვდება, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და რეალურად, ის და მისი პარტია პროცესებს მიღმა დარჩებიან, შეთანხმებას თუ არ შეუერთდებიან და პარლამენტში არ შემოვლენ. როგორც ჩანს, ამას ხვდებიან. დარწმუნებული ვარ, თანდათან მიხვდებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში თანაპარტიელს, სალომე სამადაშვილსაც ტყუილად ლანძღავენ და ჩვენც ტყუილად გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი იქამდე მივა, რომ პირადად ჩვენთვის ბოდიშის მოხდის ხასიათზეც დადგება იმიტომ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო პრინციპული, სწორი და ქვეყნისთვის სასარგებლო. ბოლოს ხომ ამას ყველა მიხვდა, აგერ სააკაშვილიც ნელ-ნელა ხვდება.


რაც შეება იმას, მელია გირაოს გარეშე გამოვა თუ არ გამოვა. სააკაშვილს არავინ ეკითხება, ვინ როგორ გამოვა. ეს არის პრეზიდენტ მიშელის, ევროპაში ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი და პატივსაცემი პოლიტიკოსის დაწერილი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები ვეღარ შევა. სააკაშვილი ნურც თავს იტყუებს და ნურც ნურავის ატყუებს. რაც იქ წერია, ის შესრულდება და მორჩა. ჩვენ, პარლამენტში შემოსული ოპოზიციონერი დეპუტატები და საერთაშორისო პარტნიორები ვართ გარანტორები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით  შეასრულოს რაც იქ წერია.


სააკაშვილი, რომ ვერ დაბრუნდება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. დამბრუნებელი ცხრაჯერ დაბრუნდებოდა. არსად დამბრუნებელი სააკაშვილი არ არის. ეს ფაქტია და ყოველ ჯერზე უხერხულში იგდებს თავს ასე რომ ლაპარაკობს, რომ ხან ზღვას გადმოცურავს და ხან ცხრა მთას გადმოახტება. ილაპარაკოს ვინ უშლის, მაგრამ ეს არასერიოზულია“


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი