პანდემიის გამო გადადებული ქორწილი და "დიდი პოლიტიკოსი დიდი მოთმინების უნარით" - როგორ ცხოვრობს ქართველი პოლიტიკოსების მთავარი "შემრიგებელი", შარლ მიშელი

20 Apr 2021 19:57

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი და მისი ხა­სი­ა­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შტრი­ხი - იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე კარ­გად გა­იც­ნო. მი­შე­ლი გახ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, მისი ჩარ­თუ­ლო­ბის, არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბის შე­დე­გად, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ ხელი მო­ა­წე­რა შე­თან­ხმე­ბას.

გა­ვიც­ნოთ ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი უფრო კარ­გად. 45 წლის ბელ­გი­ე­ლი შარლ მი­შე­ლი, ევ­რო­პულ საბ­ჭოს სა­თა­ვე­ში 2019 წლი­დან უდ­გას. აქვს მდი­და­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­ლის მამა, ლუი მი­შე­ლი ბელ­გი­ის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ასე­ვე, ყო­ფი­ლი ევ­რო­კო­მი­სა­რი გახ­ლავთ.

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ლი­ბე­რალ რე­ფორ­მა­ტო­რებს შე­უ­ერ­თდა. სწავ­ლობ­და იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჯერ ბრი­უ­სელ­ში, ხოლო შემ­დეგ, ამ­სტერ­და­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სა­უბ­რობს ნი­დერ­ლან­დურ, ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე.

1999 წელს შარლ მი­შე­ლი აირ­ჩი­ეს ბელ­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის დე­პუ­ტა­ტად. 2007 წელს ის გახ­და ბელ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 2011 წლამ­დე ეკა­ვა. 2011 წელს მი­შე­ლი კვლავ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის წევ­რად აირ­ჩი­ეს.

2014 წელს ბელ­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა და ამ პოსტზე 2019 წლამ­დე მუ­შა­ობ­და.

  • პო­ლი­ტი­კო­სი მოთ­მი­ნე­ბის დიდი უნა­რით

გა­მო­ცე­მა Politico მას ახა­სი­ა­თებს, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ე.წ. ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს, გარ­და ამი­სა, გა­მო­ირ­ჩე­ვა მოთ­მი­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რით, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს.

"შარლ მი­შელს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ისა­უბ­როს მთავ­რო­ბის ლი­დე­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თვი­სა და პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რის.

მისი კა­რი­ე­რა აჩ­ვე­ნებს, რომ გა­მო­ირ­ჩე­ვა უდი­დე­სი მოთ­მი­ნე­ბით და გამ­ძლე­ო­ბით. ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე შარლ მი­შე­ლი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და ამ­ბი­ცი­უ­რი და მზად იყო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. 32 წლის ასაკ­ში მი­შელს უკვე ეკა­ვა ბელ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ამ პოსტზე, ხოლო შემ­დეგ გახ­და "ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ის" რე­ფორ­მა­ტორ­თა მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი.

  • შარლ მი­შელს აქვს მარ­ტი­ვი მა­ნე­რე­ბი და მზა ღი­მი­ლი თა­ნა­მო­სა­უბ­რი­სად­მი, მაგ­რამ ის არის სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით“, - წერს Politico.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მოქ­მე­დე­ბენ წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, შარლ მი­შელს შე­უძ­ლია გა­და­ა­ბი­ჯოს დად­გე­ნილ, ტრა­დი­ცი­ულ წე­სებს და იმოქ­მე­დოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ამალ დერ­ბა­უ­დე­რენ­გენ­თან. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს - 2016 წელს ჟანა და­ი­ბა­და, ხოლო 2019 წელს - ლუსი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახლა უნდა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა ქორ­წი­ლის გა­და­დე­ბა პან­დე­მი­ის გამო მო­უხ­დათ.

წყვილს სურ­და, რომ 2020 წლის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელ­ში ექორ­წი­ნა, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში რე­გი­ო­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით "ნა­რინ­ჯის­ფერ ზო­ნად“ გა­მო­ცხად­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ რო­დე­საც საფ­რან­გე­თი­დან ბელ­გი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, კა­რან­ტინ­ში უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ამი­ტო­მაც, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ამ ეტაპ­ზე უარი თქვეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარლ მი­შე­ლი აქამ­დეც იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი, 15 წლის მაქ­სი­მი­ლი­ა­ნი ჰყავს.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი