“მის თვალებში ცრემლი დავინახე, რაღაც ლოდივით ჩამწყდა გულში, ამ ცრემლის პატიება არა და არ შეიძლება” – კობა ხაბაზი

20 Apr 2021 20:14

ყოფილი პარლამენტარი კობა ხაბაზი პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ეჰ, რამდენჯერ მინახავს ღალატი, მინახავს რთულ ბრძოლაში თანამებრძოლების მიტოვება, მინახავს შემდეგ როგორ ამართლებენ ამ ნაბიჯს სამშობლოს სახელით, პრაგმატიზმით ან სხვადასხვა „მაღალი ღირებულებებით“, მინახავს და სამწუხაროდ მომავალშიც ვნახავ, რადგან ის რაც მრავალგზის მომხდარა, მომავალშიც მოხდება, დიახ მინახავს და მომავალშიც ვნახავ, მაგრამ რა ვქნა, მშვიდად ვერასდროს გადავიტან, ღალატს ვერასდროს შევეგუები.

დღეს ამ ღალატის შემხედვარე, ერთ-ერთი თანამებრძოლის თვალებში ცრემლი დავინახე, რაღაც ლოდივით ჩამწყდა გულში, ამ ცრემლის პატიება არა და არ შეიძლება, სამყარო ღალატისა და ერთგულების, სიყვარულისა და ბოროტების, ნათელის და ბნელის ჭიდილია და ამ ჭიდილში სიყვარულმა, ერთგულებამ და ნათელმა ღალატი, ბოროტება და ბნელი აუცილებლად უნდა დაამარცხოს!“

შეგახსენებთ, კობა ხაბაზი და მისი თანამებრძოლეები 31 ოქტომბრის მერე ყოველ დღესა და ღამეს კარავში ათენებენ და აღამებენ, წვიმაში, თოვლში, ყინვაში…


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი