არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს - დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად

20 Apr 2021 22:19

რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში განაცხადა, რითაც ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმწორასთან დაკავშირებით.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერაშორისო პარტნიორებს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელს საქართველოში კიდევ ერთხელ ვზიტისთვის.


„სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით ჩვენ შევძელით ის, რომ შეთანხმების დოკუმენტი გავაფორმეთ, რომელიც ფართო კონსესუსს ეფუძნება და რომელიც უზრუნველყოფს უკვე მომავლი კვრიდან საქრათველოს პარლამენტის ფუნქციონირებას ისეთი სახით, როგორ ის საზოგადოებამ აირჩია. რა საკვირველია რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამ დროს, როდესაც რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ბოლოს, ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. 

სინამდვილეში ფაქტი არის ერთი, რომ რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს და მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ პარლამენტს, ოპოზიციას და უმრავლესობას ერთად უნდა ემუშავათ ამ პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ისინი მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.


ჩვენ პირობას ვაძლევბთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად მომავალშიც საქართველოს პროგრესს უზრუნველვყოფთ ერთად. მაქსიმალურ ყურადღებვას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ჩვენს მოქლაქეებს აქვთ პანდემიისგან გამომდინარე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებია, ეკონომიკირი ამოცანებია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და პროგრესი ევროინტეგრაციის იმართულებით’, - აცხადებს თალაკვაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი