"მართებულია, ე.წ. კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ 10 საათზედ...მთავრობისთვისაც უკეთესია"- ნათია ფანჯიკიძე

21 Apr 2021 00:01

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, "კომენდანტის საათის" 21:00-დან 22:00 საათამდე გადაწევის მართებულობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"რადგანაც გაზაფხულის დადგომა აწ უკვე დადასტურებული ფაქტია, მართებულია, ბავშვების დაძინების დრომ 22:00 საათზე გადაიწიოს. მაშასადამე, კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას, რაც გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვისაც უკეთესია (არ იციან ოღონდ) და თავად ადამიანებისთვისაც", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


tia .ge 



კომენტარები:

ფართი შოპი