როგორ გავიგოთ, რამდენად კანონიერად არის მოჭრილი ბზა, რომელსაც ვყიდულობთ

21 Apr 2021 11:44

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა განმარტა, როგორ უნდა გაარჩიოს მოქალაქემ, რამდენად კანონიერად არის მოჭრილი ბზა, რომელსაც ის ყიდულობს.


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე, ეს უნდა გაგებული იყოს სწორედ იმ კუთხით, რომ მოქალაქეებმა არ შეიძინონ უკანონოდ მოჭრილი გზა, და არა ისე, თითქოს სახელმწიფო ამაზე კონტროლს საზოგადოებას აკისრებს. ადამიანმა, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, უნდა ჰკითხოს გამყიდველს, აქვს თუ არა კანონიერად წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მცენარეს, რომელსაც ყიდულობს. კანონმდებლობაში გაწერილია ეს დოკუმენტები. ადგილწარმოშობის ცნობა ადასტურებს, რომ ეს ბზა ან კერძო საკუთრებაშია გამოყვანილი, ან კერძო სანერგედანაა მოწოდებული. თუ გამყიდველი ვერ წარმოადგენს ამ დოკუმენტს, ვთხოვ მოსახლეობას დარეკოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - 153. რეაგირება ამაზე საკმაოდ მკაცრია. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა „იმედის დილაში“.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი