მარიამ ქვრივიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა

21 Apr 2021 11:56

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.


აღნიშნულ დებატებში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის დელეგაციის წევრმა საქართველოს პარლამენტიდან მარიამ ქვრივიშვილმა.


„ყველა ვთანხმდებით, რომ კოვიდ-19 არ არის მარტო გლობალური პანდემია, ეს არის ჯანდაცვის კრიზისი,  რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადამწყვეტი ზომები, დონორი ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შეიმუშავა განახორციელა  კოვიდ პანდემიის საპასუხო კომპლექსური პროგრამა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა წარმატებით შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა პანდემიის პირველი და მეორე ტალღის დროს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მან ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესზე, რაც საქართველოს ეროვნული პრიორიტეტი გახდა. „საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის შემუშავებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული დაინტერესებული პირები. ეფექტური ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კოვაქს პლატფორმის დახმარებით საქართველო მიღებს მოსახლების 20%-ის საკმარის ვაქცინას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქტიური მოლაპარაკებები აქვს ვაქცინის მწარმოებლებთან, იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია განახორციელოს.


მარიმ ქვრივიშვილმა კოვიდ პანდემიის დროს, საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.




კომენტარები:

ფართი შოპი