რუსთავის ციხესთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას სოლიდარობის ნიშნად აქციას მართავენ, მათ ციხის გისოსებიდან ნიკა მელიაც მიესალმა.
„ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს“ - ამ სლოგანით მართავენ აქტივისტები აქციას ციხესთან. ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებას „ძალიან მალე, ღირსეულად დატოვებს“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას ნიკა ნელიასთან ერთად ასევე უცხადებენ „პოლიტიკურ პატიმრებს".
აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. აქციის მონაწილეებმა ფოიერვერკები გაუშვეს.