ადვოკატი - ხელისუფლება ცდილობს აიძულოს ნიკა მელია უარი თქვას მის პრინციპებზე, გააკეთოს კომპრომისი ღირსებაზე, მაგრამ ეტყობა კარგად ვერ გაიცნეს

21 Apr 2021 14:49

ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს აიძულოს ნიკა მელია უარი თქვას მის პრინციპებზე, გააკეთოს კომპრომისი ღირსებაზე, მაგრამ ეტყობა ნიკა ვერ გაიცნეს კარგად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელია ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.


ამასთან, როგორც ადვოკატმა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე აღნიშნა, მელია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.


ნიკა მელია ამ ბრძოლაში შევიდა გაცნობიერებულად და მის მიერ გამოსასყიდზე უარის თქმა, ეს მისი ახირება არ არის. ეს არის ბრძოლის აქტი უსამართლობის წინააღმდეგ და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მელია კომპრომისზე წავა ღირსებისა და იმ მოქალაქეების თავისუფლების ხარჯზე, ვინც ყველაფერი ჩადეს ამ ქვეყნის საუკეთესო ხვალინდელი დღისთვის.


ნიკა მელია, იქნება ხვალ, ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ, დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ნიკა მელიას პოზიცია საჯაროდ ცნობილია, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და ისინი, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში იყვნენ განხილული, თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მათი გადასაწყვეტია. მელიას პოზიცია ამის შესახებ საჯაროდაა ცნობილი“, - აცხადებს კონდახიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი