„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

21 Apr 2021 14:58

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარი;

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარი;

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან - 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარი;

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან - 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარი;

• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან - 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.

მიმდინარე წელს, დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი