მე პარლამენტში არ შევდივარ, შენ კი ციხიდან არ უნდა გამოხვიდე! – გუბაზ სანიკიძე ნიკა მელიას მიმართავს

21 Apr 2021 21:09

გუბაზ სანიკიძე პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:


“ნიკა, მიუხედავად ჩვენი ძველი ამბებისა, არ მომერიდება გითხრა, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ. ,,ქართულ ოცნებას” შენი და ჩემი სახით, ხარკი არ უნდა გადავუხადოთ! მე პარლამენტში არ შევდივარ, შენ კი ციხიდან არ უნდა გამოხვიდე! მაგათი შესაწყალებელი არაფერი გჭირს! გამძლეობას გისურვებ!” – წერს გუბაზ სანიკიძე.


რეზონანსი 




კომენტარები:

ფართი შოპი