იზოლაციის სურვილი, შფოთვა, მუდმივი დაღლილობა - როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია?

21 Apr 2021 22:41

დაქვეითებული გუნება–განწყობა, სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა, ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანს ლაპარაკის სურვილი უქრება და ხშირად თავში აზრებიც არ მოსდის, მოტორული სფეროს შეფერხება, როცა ადამიანს ურჩევნია მთელი დღე შინ ლოგინში გაატაროს – ეს დეპრესიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა. კვლევების მიხედვით, ის ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ჰქონია ან ექნება ცხოვრებაში.

დეპრესია იკურნება, თუმცა, აუცილებელია, რომ მისი პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მიმართოთ საჭირო სპეციალისტს და მკურნალობის პროცესში მედიკამენტებიც ჩართოთ. თუ პრობლემის დროული გადაწყვეტა არ მოხდა, ის მწვავდება. დეპრესიული ადამიანები კი ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ.

ნიშნები, რომელთა მიხედვითაც უნდა ამოიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია, ასეთია:

იზოლაცია – დეპრესიაში მყოფი ადამიანები მუდმივად ცდილობენ მარტო დარჩენას, რადგან მათთვის ეს საკუთარ თავში გარკვევის საუკეთესო შესაძლებლობაა. თუ თქვენი მეგობარი ყოველთვის მხიარული და დადებითი ადამიანი იყო, ახლა კი გაუბედაობითა და ჩაკეტილობით გამოირჩევა, იგი, სავარაუდოდ, დეპრესიაშია.

დაღლილობა
– დეპრესიული ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოვრებისგან ძალიან დაიღალნენ და ცხოვრების მიზანიც აღარ აქვთ. ისინი ვერ ხვდებიან, რისთვის უნდა იწვალონ და იშრომონ ცხოვრებაში.

მოტივაციის უკმარისობა –დეპრესიაში მყოფი ადამიანები მოტივაციას კარგავენ. მათ არა მხოლოდ სამსახურსა თუ უნივერსიტეტში წასვლა ეზარებათ, არამედ ხშირად საწოლიდან ადგომაზეც უარს ამბობენ.

შეცვლილი ტემპერამენტი – ადამიანი, რომელიც ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, დეპრესიის დროს იწყებს შეუსაბამოდ მოქცევას – ნერვიულობს, ბრაზდება, ყველაფერზე დავობს, აგრესიულია.

ფიზიკური ცვლილებები – წონაში უეცარი ცვლილება. ეს შეიძლება იყოს, როგორც მატება, ისე - კლება.

სექსუალური დისფუნქცია – დეპრესიის დროს ადამიანები სექსისა და ზოგადად, პარტნიორის მიმართ ინტერესს კარგავენ.

უძილობა – დეპრესიის დროს ხშირად ადამიანებს საწოლიდან ადგომაც კი ეზარებათ, თუმცა, ამის პარალელურად მათ უძილობის პრობლემებიც აწუხებთ.

თვითშეფასების დაბალი უნარი – დეპრესიაში მყოფ ადამიანს უეცრად უვარდება თვითშეფასების უნარი და საკუთარი თავის მიმართ რწმენა.

მღელვარების მუდმივი შეგრძნება 
– სულ იმაზე ფიქრობს, რომ აუცილებლად რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

ცხოვრების უარყოფით მომენტებზე კონცენტრირება – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგიც ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, დეპრესიული ადამიანები მაინც ცუდზე არიან ორიენტირებულნი.

Rating

ამ სიმპტომებიდან რამდენიმეს აღმოჩენისთანავე აუცილებელია, რომ დაიწყოთ მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტით. დეპრესიაც დაავადებაა და მასაც, როგორც ყველა დაავადებას, თავისი ნივთიერი საფუძველი აქვს. მაგალითად, ანთებას იწვევს პროსტაგლანდინები, დეპრესიას კი – ქიმიური პროცესები თავის ტვინში. მას ისევე სჭირდება დახმარება, როგორც ნებისმიერ ანთებას ან ტკივილს. გუნება-განწყობას ორგანიზმში გამომუშავებული ნივთიერებები განსაზღვრავს.

თუ ამ ნივთიერებების გამომუშავება შეფერხებულია, აუცილებელია, მას დაეხმაროთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ქიმიური ანტიდეპრესანტები აბლოკირებენ სეროტონინის დამშლელ ფერმენტებს და ასე ზრდიან ბედნიერების ჰორმონის შემცველობას თავის ტვინში. არსებობს მცენარეული ანტიდეპრესანტიც – „ტრიპტოფანი“, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას.

ის მცენარე გრიფონიას თესლისგანაა დამზადებული. გრიფონიას თესლისაგან მიღებული 5 HTP–ის (ამინომჟავა) ნაკლებობა იწვევს ქრონიკულ თავის ტკივილს, უძილობას, დეპრესიას, მადის შეცვლას, განსაკუთრებით, უკონტროლო კვებას ღამის საათებში. მისგან დამზადებული პრეპარატი კი ადამიანს პოზიტიური განწყობის შექმნასა და საქმეების წარმატებით მოგვარებაში ეხმარება.


რეიტინგი




კომენტარები:

ფართი შოპი