აკრძალონ „ტიკ-ტოკი“ და მსგავსი თამაშები, იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას – თემურ მიქელაძე

21 Apr 2021 22:51

პედიატრები „ტიკ-ტოკსა“ და იმ თამაშების შესახებ საუბრობენ, რომელმაც შესაძლებელია, სავალალო შედეგებიც კი გამოიწვიოს.


როგორც „იმედის“ ეთერში თემურ მიქელაძემ განაცხადა, პანდემია ისეთ ზიანს არ მოუტანს ბავშვს, როგორც მსგავსი ტიპის თამაშები.


„ეს შეეხება არა მხოლოდ „ტიკ-ტოკს“, არამედ ნებისმიერ გამაღიზიანებელ თამაშს. იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ აუცილებელია მშობლების ჩართულობა. არანაირი დაავადება, მათ შორის კორონავირუსული პანდემია, ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორც ეს. ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დედა და მამაა. თუ ვიქნებით ჩართულები შეიძლება, ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ ამ სავალალო შედეგს. თუ ასეთი საფრთხეა, მაშინ სპეციალურმა სამსახურებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ სრულიად აკრძალონ „ტიკ-ტოკი“ და მსგავსი თამაშები. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყანაში ეს უკვე აიკრძალა,“ – პედიატრმა თემურ მიქელაძემ.


პედიატრანა მაღრაძის თქმით კი, ბავშვები თამაშის დროს ვერ აცნობიერებენ, თუ რაიმე ცუდს აკეთებენ.


„ბავშვები, განსაკუთრებით თინეიჯერების ასაკში ერთმანეთს იწვევენ აი ამ თამაშში. რაც იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. თავისთავად ეს იწვევს ჟანგბადის დეფიციტს. 

რამაც ორგანიზმი შეიძლება მიიყვანოს ასფიქსიამდე, ანუ ჟანგბადის მიწოდების სრულ შეწყვეტამდე. სწორედ ეს მოხდა კალიფორნიაში, როდესაც 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბავშვები ამ დროს, ვერც აცნობიერებენ, რომ რაიმე ცუდს აკეთებენ. ეს მათთვის არის ჩვეულებრივი თამაში,“ – ამბობს ანა მაღრაძე.


როგორც ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რაიმე ტიპის აკრძალვა ძალიან ცუდად მუშაობას. აუცილებელია ბავშვები მოცემულ საკითხში გათვითცნობიერებულები იყვნენ.


„პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს სიტუაცია. ბავშვები კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდნენ ონლაინ სივრცზე. მნიშვნელოვანია გაიზარდოს მშობელთა ჩართულობა. აკრძალვა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ძალიან ცუდად მუშაობს. უმჯობესია თუ ბავშვები იქნებიან გათვიცნობიერებულები. იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც თან სდევს სხვადასხვა თამაშებს,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.






კომენტარები:

ფართი შოპი