ბოლო პერიოდში ინფიცირების მკვეთრი მატებაა, შესაბამისად მისი თავიდან აცილების მიზნით საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ნარჩუნდება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საკოორდინაციო საბჭომ აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა ძალაში დატოვა. მათ შორის საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, შაბათ-კვირას საზკვების ობიექტებში მხოლოდ გატანის სერვისი, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა, ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი.
საბჭო მოუწოდებს ხანდაზმულ პირებს, დარჩნენ სახლში.
ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ, მივმართავ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში", — განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღვიბრაძემ.
გარდა ამისა, მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
tv.პირველი